N8 დაწესებულებაში ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

N8 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში საქართველოს ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულებთან შეხვედრისას კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძემ კინემატოგრაფიის ისტორიის და განვითარების შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებას 10 არასრულწლოვანი მსჯავრდებული დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები