მიხეილ სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს – ვიდეო

უნდათ ჩამომართვან საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც იძულებით დამატოვებინეს ქვეყანა“, – ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურების დაწყებას.
სააკაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას რუსეთის დაკვეთად მიიჩნევს.
„რუსულ საიტზე ატვირთეს ნაწილ-ნაწილ გადაჭრილი, რუსული სპეცსამსახურების მიერ სატელოფონო საუბრები. ისევე, როგორც 2012 წელს მათ დაგვიდგეს ციხის კადრები და ახლა ხომ ყველამ იცის, რომ ციხის კადრები დადგმული იყო. მოკლეს 9 თვის ბავშვი არჩევნებისთვის და ჩაატარეს ნამდვილი სპეცოპერაცია.
რამდენჯერ უნდა აგვაგდონ რუსულმა სამსახურებმა ამ ხრიკებით. რამდენჯერ უნდა წამოგვაგონ ერთსა და იმავე სატყუარაზე. ივანიშვილი არის “გაზპრომის” ყველაზე მსხვილი აქციონერი. მთელი ევროპა ცდილობს მოუშორებელი ჭირის, “გაზპრომის” მოშორებას და ლამის უკვე მოშორებული დააბრუნა საქართველოში. მიაბა ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარს, რითიც ჩამოშალა ქართული ეკონომიკა. ახლა აპირებს სომხეთზე რკინიგზის გახსნას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მაგრამ ესეც არის პირდაპირი მოთხოვნა რუსეთის.
დღეს გამოაცხადდა, რომ მიხურავენ გზას საქართველოს არჩევნებისკენ იმიტომ, რომ უნდათ ჩამომართვან საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც იძულებით დამატოვებინეს ქვეყანა“, – აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილი ვიდეომიმართვაში “რუსთავი 2″-თან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ რუსთავი 2”-ის დაცვა, მათ შორის, ფიზიკურად,არის პირდაპირი გზა საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და მომავლის გადარჩენისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები