„ვინც იცნობს “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას, არ შეჰპარვია ეჭვი ამ საუბრის რეალობაში“
ვინც იცნობს “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას, არ შეპარვია ეჭვი ამ საუბრის რეალობაში – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს.
მისივე თქმით, შესაბამისმა სამსახურმა სრულყოფილად უნდა იმუშაოს, რომ პრევენციულად მოხდეს ყველა იმ საჭირო ზომის მიღება, რაც დააზღვევს მოსახლეობას და ქვეყნის უსაფრთხოებას.
“სამწუხარო ალბათ ის არის, რომ დადასტურებამდეც კი ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც იცნობს “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას, არ შეჰპარვია ეჭვი ამ საუბრის რეალობაში. ეს პოლიტიკური ძალა გაიგივებულია სწორედ იმ ტიპის ძალადობრივ ქმედებებთან, რომელიც მათ გონებაში ლაგდება, როგორც მომავალი ქმედების სცენარი. შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან ზუსტად და სრულყოფილად უნდა იმუშაონ, რომ პრევენციულად მოხდეს ყველა იმ საჭირო ზომის მიღება, რაც დააზღვევს, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, რათა არ განხორციელდეს ის სცენარი, რაც დიდი ხანია, სააკაშვილის და მისი მეგობრების გონებაში ლაგდება”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.