როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი
საქართველოში 3 ნოემბრიდან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი მოიმატებს.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღმოსავლეთ საქართველოში 1 – 2 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურის დაცემაა მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, 1 ნოემბერს დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში +3,+8, მთაში +1, +6, მაღალ მთაში კი – 4, +1 გრადუსია მოსალოდნელი.
„1 ნოემბერს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – ზოგგან თოვლი. 2 ნოემბერს, ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც შესაძლოა, -1 გრადუსამდე დაეცეს“,- აცხადებენ სამინისტროში.