პროვოკაციული ნახატი ილიაუნის საგამოფენო დარბაზში – „ღვთისმშობელი თავს იკლავს“
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ბერდია ბერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პროვოკაციული ნახატის ფოტოს ავრცელებს, სადაც ღვთისმშობელი თავს იკლავს. ნახატი ქუთაისელ თვითნასწავლ მხატვარს ლია უკლებას ეკუთვნის.
„გასაგებია, რომ ვსწავლობთ ლიბერალურ უნივერსიტეტში, თუმცა რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა ჩემთვის იგივე გაუნათლებლობა და უგუნურობაა, როგორც რელიგიური ფანატიზმი, რელიგიის და მამაოების გაფეტიშება, უბრალოდ არ შეიძლება სხვის სიწმინდეს ასეთი სახით შეეხო, არ ვიცი სურათის შინაარსი, თუმცა ფორმა მიუღებელია ჩემთვის და ბევრი სტუდენტისთვის, ალბათ. სამწუხაროა, რომ ილიაუნიში ხდება ეს“, – აცხადებს ბერდია ბერიძე.
ლია უკლებას მიერ შესრულებულ ნამუშევარს სტუდენტების მხრიდანაც უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. მათი აზრით, „ნამუშევარი ილიაუნიში არ უნდა იყოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოხსნან“ .