გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვაჭრობის მდივნის მოადგილეს ბრიუს ენდრიუსს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივნის მოადგილესთან ბრიუს ენდრიუსთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო- ამერიკას შორის სვაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. დაფიქსირდა ორივე ქვეყნის ხელისუფლების მზაობა, ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოს შესაძლებლობებით მეტი ამერიკული ბიზნესის დაინტერესებას. ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბრიუს ენდრიუსს „თბილისის აბრეშუმის ფორუმში“ მონაწილეობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები