რობერტ სტურუა: ამჟამად ლევან ბერძენიშვილი გაიმეტეს სასიკვდილოდ

ამჟამად ლევან ბერძენიშვილი გაიმეტეს სასიკვდილოდ, – ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა ფეისბუქის საკუთარ გვერზე წერს.
„ამჟამად ლევან ბერძენივილი გაიმეტეს სასიკვდილოდ! ყველაფერ სიბილწესთან ერთად ეს ნაცისტურ-სადისტური სიამოვნება შეგვმატეს ამ tabula ras-ისტებმა. შეგახსენებთ: !”tabula” rasa(ლათ.) – ცარიელ ფურცლს ნიშნავს. დაუწერელს, უტრადიციოს, რასაც გინდა რომ დაწერ, ვინც გინდა, რომ დაწერს“, – წერს სტურუა.
შეგახსენებთ, გუშინ მედიასაშუალებებში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი გარდაიცვალა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გარდაიცვალა ლევან ბერძენიშვილის უფროსი ძმა მამუკა ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები