ზურაბ ჯაფარიძე: სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა

ამ ჩანაწერების გამოდება სწორედ კრიტიკულად განწყობილი არხის განადგურებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძეს სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა.
„რკინის კონსტრუქციები“, „ბოევიკები“, „გაისროლონ“, „ასე თუ მივიქცევთ ყურადღებას“, „რევოლუციური სცენარით უნდა წახვიდეთ“ – ინსტრუქტაჟის ტონი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა. ძალიან უნდა გინდოდეს ივანიშვილის გამარჯვება, რომ ასეთი რამ მისცე ხელში. „რუსთავი 2“ უნდა გადარჩეს, როგორც კრიტიკული არხი. ამ ჩანაწერების გამოდება სწორედ კრიტიკულად განწყობილი არხის განადგურებას ისახავს მიზნად საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გზით. მეტს არაფერს. უკანონო მოსმენებზე – ახალი არაფერი, ისედაც ვიცოდით. იმედია ჩვენი წამოსვლის მიმართ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი”, – წერს ჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვებგვერდმა uareview.in.ua ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას მიხეილ სააკაშვილთან საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები