ნიკოლოზ მჟავანაძე: პროტესტის ნიშნად დატოვეთ ტელევიზია და გაემიჯნეთ დამნაშავეებს
“მოვუწოდებ “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს, თუ გსურთ შეინარჩუნოთ თქვენი სახე, რომ სამომავლოდ დარჩეთ მედიაში, პროტესტის ნიშნად დატოვეთ ტელევიზია და გაემიჯნეთ დამნაშავეებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ”, – სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას გეგმავს, – ამ სახის ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული ვებგვერდი: uareview.in.ua. საიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში ისმის, რომ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს „ბოევიკების“ მომზადებას და ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს. ასეთ ბრძანებას აძლევს ის „რუსთავი-2“-ის დერექტორს ნიკა გვარამიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს გიგა ბოკერიას.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურეს.