“მაესტრო” ლევან ბერძენიშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს იხდის

ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“ტელეკომპანია ლევან ბერძენიშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს იხდის.

“ტელეკომპანია “მაესტროს” 29 ოქტომბრის მთავარი გამოშვებით დაუზუსტებელი ცნობა გავრცელდა “რესპუბლიკური პარტიის” წევრის, ლევან ბერძენიშვილის გარდაცვალების შესახებ. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური ბოდიშს უხდის ლევან ბერძენიშვილის ოჯახს და მაყურებელს დაუდასტურებელი ცნობის გავრცელებისთვის”, – ნათქვამია “ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები