ლალი აფციაური: არავინ ხართ ღვთისნიერი, გადაუთარგმნეთ აღშფოთებულ დიპკორპუსს…

ადვოკატი ლალი აფციაური სოციალური ქსელით უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიგა ბოკერიას ესაუბრება.
„არავინ ხართ ღვთისნიერი, გადაუთარგმნეთ აღშფოთებულ დიპკორპუსს და იმ 13 ევროდეპუტატს, ევროპარლამენტში შემავალი ყველა პოლიტიკური გაერთიანებიდან, “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერი განცხადება რომ გაავრცელა დღეს… გადაუთარგმნეთ და გადაუგზავნეთ, ან ააფარეთ შეშფოთებულ და აღშფოთებულ სიფათებზე… ფოფხა ისევ შენ თუ მოიფიქრებ რამეს“,- წერს სოციალურ ქსელში ლალი აფციაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები