არჩილ გამზარდია: სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას სატელეფონო ჩანაწერები ზედმეტად დამაჯერებელია იმისათვის, რომ სიცრუე იყოს

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბარს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიგა ბოკერიას ესაუბრება ექსპერტი არჩილ გამზარდია ეხმაურება.
“სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას სატელეფონო ჩანაწერები ზედმეტად დამაჯერებელია იმისათვის, რომ სიცრუე იყოს. არც ვინმეს გამოუხატავს გაკვირვება, რას ამბობ, ეგენი მაგაზე როგორ წავიდოდნენო. არც ბოკერიას უთქვამს, მაგაზე არ გვილაპარაკია და არ ვგეგმავდითო, ყურადღება მხოლოდ მოსმენების თემაზე გაამახვილა. იმედია, უსაფრთხოების სამსახური ჯეროვნად მუშაობს უსაფრთხოების საკითხზე და ხალხისა და ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ სუბიექტებს არ მისცემს საშუალებას პრობლემები შექმნან”, – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები