ქიბარ ხალვაში: სააკაშვილს მისივე მეთოდით რომ აწამებენ ე.ი. ღმერთმა დასაჯა არა?

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ოდესაში არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„მას რომ მისივე მეთოდებთ აწამებენ, ე.ი ღმერთმა დასაჯა, არა“? – წერს ქიბარ ხალვაში ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე, ოდესაში არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესის მერის არჩევნებზე დაფიქსირებული იყო არჩევნების მასობრივი გაყალბება მოქმედი მერის გენადი ტრუხანოვის სასარგებლოდ.
სააკაშვილის თქმით, მას ხელთ აქვს 80-მდე ოქმი, სადაც შედეგები „ხელით“ არის ჩასწორებული.
„2004 წელს ასეთივე სქემით არჩევნები ჩაატარა ვიქტორ იანუკოვიჩმა. ახლა 2015 წელია და ოდესაში იგივე ტექნოლოგიები მოქმედებს“, – განაცხადა სააკაშვილმა. მან ჟურნალისტებს საარჩევნო კომისიების ოქმები აჩვენა, სადაც ტრუხანოვისთვის 200 ხმა იყო დამატებული. მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ, ეგზიტპოლების ინფორმაციით, ტრუხანოვი, მართლაც, უნდა გასულიყო პირველ ადგილზე, მაგრამ არცერთი კვლევა მას 50%-ზე მეტს არ აძლევდა და ოდესაში არჩევნების მეორე ტური უნდა დანიშნულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები