სოზარ სუბარმა წინა ხელისუფლების დროს მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები გაიხსენა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წინა ხელისუფლების დროს მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ადამიანი, ვინც დღეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს, მაშინ იმ ხელისუფლების ერთ-ერთი ცნობილი სახე იყო.
“ტელეკომპანია “მაესტრო” მაუწყებლობდა, ეთერშიც იყო, ათეულწლიანი გამოცდილება ჰქონდა, ოფისიც და ყველაფერი ჰქონდა. 3 წელი დაგვჭირდა ბრძოლა როგორც სახალხო დამცველს, ისე არასამთავრობო სექტორს, ჟურნალისტებს. იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვები, აქციები, ბრძოლა, რომ უბრალოდ ახალი ამბების გავრცელების უფლება მოეპოვებინა. ის კი არა, რომ ტელეკომპანია დაფუძნებულიყო.
ყველაფერი ჰქონდათ, ერთადერთი, ითხოვდნენ ნებართვის გაცემას, რისი ყველანაირი ლეგიტიმური საფუძველიც არსებობდა. ეს იყო მაშინდელი რეალური სიტუაცია და ადამიანი რომელიც დღეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს და ამ ვითომ კამპანიას ხელმძღვანელობს, მაშინ იმ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე იყო – ეს არის ნიკა გვარამია. ეს ადამიანები დღეს ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე!”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები