ირაკლი ღარიბაშვილი: დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც ჩვენი მეგობრებისგან, ვერც პარტნიორებისგან და, მით უმეტეს, მტრებისგან

დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც ჩვენი მეგობრებისგან, ვერც პარტნიორებისგან და, მით უმეტეს, ჩვენი მტრებისგან , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის და მისი მთავრობა მხოლოდ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას მიიღებს.
“შევახსენებთ მოსახლეობას და იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან და რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ დააფასეს ეტყობა ის სიკეთეები და დემოკრატიული ფასეულობა, რომელიც ჩვენ შევქმენით ამ სამი წლის განმავლობაში.
2007 წელს “იმედი” პირდაპირ დაარბიეს, ჟურნალისტები სცემეს და გამოყარეს, ასე ვთქვათ, დაიპყრეს მთელი კომპანია და ამის შემდეგ 2012 წლის ოქტომბრამდე თვითონ მართავდნენ “იმედს”. ეს ჩვენი ქვეყნის არცთუ ისე შორეული წარსულია, ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, მათ შორის უცხოელებს, ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენთვის ძალიან ფასეულია ის განცხადებები, რომელიც კეთდება, საინტერესოა მოვისმინოთ კრიტიკა, ოღონდ ჯანსაღი და ობიექტური კრიტიკა. დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ, ვერც ჩვენი მეგობრებისგან, ვერც პარტნიორებისგან და, მით უმეტეს, ჩვენი მტრებისგან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები