გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ვიზიტით ჟენევაში იმყოფება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის მრავლმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების (UNECE MEAs) მმართველი ორგანოებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) წარმომადგენელთა მე-7 შეხვედრაში, ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავჯდომარის რანგში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ასევე UNECE-ის გარემოსდაცვითი განყოფილების თავჯდომარე ბატონი სერგიუს ლუდგიჟაკი და UNECE MEAs-ს მმართველი ორგანოების თავჯდომარეები დაესწრნენ.
მინისტრის მოადგილემ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევასა და უბედური შემთხვევების საფრთხეების შემცირებისათვის სენდაის ჩარჩოს იმპლემენტაციაში UNECE MEAs-ს როლის შესახებ ისაუბრა. ასევე შეხვედრის მონაწილეებს UNECE MEAs-ს დაფინანსების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ფინანსურ საკითხებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია UNECE MEAs-ს იმპლემენტაციის კუთხით შეუქცევადი პროგრესის შენაჩუნებისათვის, რაც თავის მხრივ აუცილებელია მსოფლიოსა და თითოეული ქვეყნის წინაშე მდგარ გარემოსდაცით გამოწვევებთან გასამკლავებლად. მაია ბითაძემ ასევე 2016 წელს, ქალაქ ბათუმში დაგეგმილი „გარემო ევროპისათვის მინისტრთა კონფერენციის” მიმდინარეობის პროცესში UNECE MEAs-ს პოტენციური როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები