გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც “კვირას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 136 –კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ დროისათვის შეზღუდვა რჩება მხოლოდ გუდაური – კობის მონაკვეთზე. აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური – კობის მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი შუადღემდე მოიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები