ბიძინა ივანიშვილი: 2030 წელს ჩვენი ეკონომიკა, შესაძლოა ახლოს იყოს ევროპულ ეკონომიკასთან

“2030 წელს ჩვენი ეკონომიკა შესაძლოა ახლოს იყოს ევროპულ ეკონომიკასთან”, – აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
“ჩვენ თუ სწორებას გავაკეთებთ შვეციასთან ან შვეიცარიასთან, ამით ტრაგიკულ მდგომარეობას დავხატავთ და რა თქმა უნდა, ძალიან დავიბნევით.
დღესაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ საზოგადოებაში გააღვივონ თემა, თუ რატომ არ არის ჩვენთან შვეცია ან შვეიცარია. ჩვენი რეალობიდან მაქსიმუმი კეთდება, რაც შეიძლება და ეს პროცესი გრძელდება.
სწორ კალაპოტებში ჩაჯდა ყველაფერი. კერძო საკუთრებაა დაცული და ჩემი დიდი სურვილია და ყველაზე დიდ ენერგიას ამ მიმართულებით ვხარჯავ სწორედ, რომ კერძო საკუთრებას ვერ შეეხებიან.
ყველა საჯარო მოხელის ვალდებულებაა, ლობირება გაუწიოს ყველა სახის ბიზნესს და ჯიბეში კი არ ჩაუძვრეს, ლობირება გაუწიოს.
ვნახოთ, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება და იმის შემდგომ მაჩვენეთ, რა მაჩვენებელი გაუარესდა ის. “ნაციონალური მოძრაობის” დროს რა იყო უკეთესი და რა არის დღეს უარესი? გარდა ძალადობისა.
როდესაც კრიზისია მსოფლიოში ერთი ქვეყანა ვერ იმარჯვებს და ვერ აკეთებს სასწაულებს.
შარშანდელი პერიოდი რომ ავიღოთ, ასეთ პირობებშიც კი,  3 პროცენტიანი ზრდა გვქონდა.
ის რაც მოხდა რუსეთში, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნებში, ამაზე თუ საქართველომ უნდა აგოს პასუხი, ბოდიში მომითხოვია”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ შარშან ეკონომიკური ზრდით ევროპაში პირველები ვიყავით.
ამასთან ყოფილი პრემიერის მტკიცებით, ორ წელიწად ნახევარში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.
“ხალხს ყველგან უჭირს. არსად არ არის უნიკალური ეკონომიკა”, – დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები