ლორთქიფანიძე ქუცნაშვილს პრეზიდენტისთვის „კონსტიტუციური მასტერკლასის“ ჩატარებას სთხოვს
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ზაქარია ქუცნაშვილს კონსტიტუციის თემაზე პრეზიდენტისთვის მასტერკლასის ჩატარება, პარლამენტს კი მარგველაშვილის განცხადების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება სთხოვა.
როგორც ლორქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, მარგველაშვილის განცხადება ერთგვარად მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას ნიშნავდა.
„მოვუწოდებ ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს, კიდევ ერთხელ აიღოს საქართველოს კონსტიტუციის წიგნი, კიდევ ერთხელ მივიდეს საქართველოს პრეზიდენტთან და ამჯერად საქართველოს კონსტიტუციით სასამართლოს ხელისუფლებით გათვალისწინებული ის ნორმა წაუკითხოს, რომელიც ნებისმიერ პირს მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას უკრძალავს. ბატონი ზაქარია იმედია, არ დაგვზარდება, პრეზიდენტს მისი მასტერკლასი ძალიან წაადგება. მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და ემორჩილება მხოლოდ კანონს და საქართველოს კონსტიტუციას.
მოსამართლის საქმიანობაში რაიმე ჩარევა კანონით ისჯება. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია რეაგირება ჰქონდეს ამ საკითხზე. მოვუწოდებ პარლამენტს, პრეზიდენტის განცხადებას შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.