ეკა ბესელია: გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება იყო რელევანტური

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია უშიშროების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, გადამოწმდეს ინფორმაციის სანდოობა.
„ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, თავისი შინაარსით შეიცავს ძალიან სერიოზულ ფაქტებს. ამიტომ ვის სჯერა და ვის არ სჯერა, არა მგონია,  სერიოზული მიდგომა იყოს.  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადამოწმდეს ინფორმაციის სანდოობა, გადამოწმდეს ფაქტები. ამიტომაც გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება იყო რელევანტური, არ მოხდეს რაიმე ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის, მოსახლეობისთვის იქნება რაიმე საფრთხის შემცველი. სახელმწიფოს ვალდებულებაა და ეს არის უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია, ამ ფაქტების ნამდვილობა გადამოწმდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები