რელიგიური კონფესიებისთვის მთავრობამ 3,5 მილიონი ლარი გამოყო

  ოთხი რელიგიური კონფესიის დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3,5 მილიონი ლარი გამოიყო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, “რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განახორციელებს”.
მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან აგრეთვე სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმანური და იუდაისტური რელიგიური გაერთიანებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები