დავით ბაქრაძე რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საკითხთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

22 ოქტომბერს, რუმინეთში, ქ.ბუქარესტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საკითხთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანა ბირჩალთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი აისახება ევროკომისიის გადაწყვეტილებებში.
თავის მხრივ, ანა ბირჩალმა აღნიშნა, რომ რუმინეთი იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მხარიდან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები