უილიამ ლაჰიუ: დემოკრატიული პროცესებისთვის მედია მნიშვნელოვანია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მეკავშირე ოფიცერი კავკასიაში უილიამ ლაჰიუ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციაზე დიპლომატებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კანონის უზენაესობის დაცვა.
„მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას, მიმართოს ნებისმიერ ზომას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის ხალხის გასაერთიანებლად. ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დაიცვას კანონის უზენაესობა და, შეძლებისდაგვარად, იყოს ნეიტრალური სამართლებრივი პროცესების მიმართ. მედია მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის და მისი პატივისცემა კი აუცილებელი პირობაა საზოგადოებისთვის. იურიდიული თვალსაზრისით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს დიპლომატის საქმე არ არის, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის ნატოსა და ევროკავშირში თავისუფალ მედიას არსებითი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები