ირაკლი აბესაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის 9 მლნ. 117 ათასი ლარის გამოყოფის თაობასთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებლება გამოხატა.
,,ნაცვლად იმისა, რომ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მთელი წლის განმავლობაში დახარჯული 93 მლნ. ლარისა და კორუფციული გარიგეგების შესწავლა დაეწყო, საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ ოლიმპიადის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ თანხის კიდევ 9 მლნ. 200 ათასი ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ და აღნიშნული ქმედება ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვად შეაფასა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები