თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურმა მოსწავლე გადაარჩინა

მანდატურმა თამარ ოსიაშვილმა, N 219 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.
მანდატურის სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბავშვს საწერი კალმის დეტალი (რეზინის საცობი) გადასცდა და სუნთქვა უჭირდა. მანდატური არ დაიბნა, დროულად გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მოსწავლე გადაარჩინა.
შეგახსენებთ, რომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები გადამზადებულები არიან სამაშველო მომზადებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის კურსში, სწორედ ეს ცოდნა დაეხმარა თამარ ოსიაშვილს, გადაერჩინა ბავშვის სიცოცხლე.
მანდატურის სამსახური თამარ ოსიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის მადლობას უხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები