„ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული“

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხზე ირანის მხარის წარმომადგენლებსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის კონსულტაციები გაიმართა, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუმცა მისივე განმარტებით შეხვედრებზე ჯერ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
„რაც შეეხება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხს, ირანის დახმარებით, ამ ეტაპზე კონკრეტიკა არ არის. იყო ზოგადი საუბრები ეკონომიკის სამინისტროსთან, ჰქონდათ შეხვედრები, თუმცა, ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის. ზოგადად, ყველა ინვესტიცია, რომელიც ჩვენ ქვეყანაში განხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყურადღებით ვართ ჩართული, რომ დავეხმაროთ ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები