მამა იოთამი: ყველა ტელევიზია პორნოვიზიაა

17 მაისის საქმეზე გამართლების შემდეგ, ბრალდებულმა მამა იოთამმა (ერისკაცობაში ირაკლი ბასილაიამ) თბილისის საქალაქო სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.
„მე პორნოვიზიასთან საქმე არ მაქვს. ყველა ტელევიზია პორნოვიზიაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამა იოთამმა და ოპერატორს კამერის გამორთვისკენ მოუწოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მაისის საქმეზე ბრალდებულები დღეს გაამართლა. მამა იოთამთან ერთად, გამართლდა კიდევ 3 პირი. აღნიშნულ პირებს ბრალი შეკრებისა და მანიფესტაციისთვის ხელის შეშლაში ედებოდათ. ბრალდება ითვალისიწინებდა სანქციას ჯარიმის სახით ან პატიმრობას, თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით.
2013 წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში აქცია-ფლეშმობი უნდა გამართულიყო, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა არ მისცეს, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები