“პრეზიდენტმა სწორი განცხადება გააკეთა, მან ყველაფრის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს“

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება დადებითად შეაფასა. როგორც ექსპერტმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, არის საფრთხე, რომ საზოგადოების ნაწილი კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდეს, ასეთ დროს კი, მისი თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, ყველაფრის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნება უზრუნველყოს.
„პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი განცხადება გააკეთა, იმ მარტივი მიზეზის გამო. რომ პირდაპირ მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. რომ თუ გარკვეულწილად კონსტიტუციური სივრციდან გასვლის რისკი იქმნება, მან ყველაფრის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. ჩვენ „რუსთავი 2“- ის მხარდამჭერების მხრიდან გვესმოდა, რომ ისინი შესაძლო აღსრულების შემთხვევაში ფიზიკურ წინააღმდეგობას გაუწევდნენ სამართალდამცავების მოქმედებას, ეს მათი მხრივ კონსტიტუციური სივრციდან გასვლას ნიშნავდა. მეორე მხრივ, გვესმოდა პრემიერის მხრიდან ძალიან უცნაური განცხადებები, როდესაც ის აცხადებდა, რომ “ნაციონალები” მარტო ხელისუფლებისგან კი არა, ქართველი ხალხისგანაც მიიღებდა პასუხს. ასეთ დროს პრეზიდენტი ვალდებულია, მინიმუმ მხარეებს მოუწოდოს, რომ კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნდნენ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები