“თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა პარტია დატოვეს და “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ – რა მოხდა პარტიაში?
“თავისუფალი დემოკრატების” ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და კოალიცია “ქართულ ოცნებას” შეურთდა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “თავისუფალი დემოკრატების” ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ თემურ გაბიძაშვილმა განაცხადა.
გაბიძაშვილის თქმით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია დატოვა და ოპოზიციაში გადაინაცვლა.
“ჩემთან ერთად რამდენიმე პიროვნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ქართულ ოცნებას” შეერთებოდა. ეს გადაწყვეტილება შარშან, ნოემბერში მივიღეთ, როგორც კი “თავისუფალი დემოკრატები” ოპოზიციაში გადავიდნენ. ჩვენ ოპოზიციაში არ წავედით, ავწონ-დავწონეთ, შევხვდით პარტიის ხელმძღვანელობასაც და მათთან ერთად გადავწყვიტეთ. გვერჩია, საქმე გვეკეთებინა. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. მე გადავწყვიტე, რომ მებრძოლა და საქმე მეკეთებინა.
მე არ მსურდა “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში ჩავდგომოდი, რადგან კოალიციასთან ერთად 2012 წლიდან “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმს ვებრძვი”,- განუცხადა “კვირას” “ქართული ოცნების” ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის ერთ- ერთმა წევრმა თემურ გაბიძაშვილმა.