უმრავლესობა პრეზიდენტთან კონსულტაციებში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, უმრავლესობაში ჯერ არ შეჯერებულან იმაზე, პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად იდგმება ნაბიჯები, რომ გარკვეული აქტივობა გამოავლინონ. არის ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანოს საზოგადოება. თუ ეს ის ნაბიჯია, რომელსაც შედეგამდე მიყვანა შეუძლია, მაშინ უმრავლესობა მზად არის, მასში მონაწილეობა მიიღოს.
“ჩვენი გუნდი შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ღირს ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება და, საერთოდ, რა წინადადებები დევს მაგიდაზე. არის ნაბიჯები, რომელსაც პოლიტიკოსები დგამენ, რომ გარკვეული აქტივობა გამოავლინონ, არის ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თუ ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი შედეგამდე მიყვანა შეუძლია, ჩვენ მზად ვართ, მასში მონაწილეობის მისაღებად. უბრალოდ იმისთვის, რომ შევიკრიბოთ და კამერების წინაშე რაღაც გარკვეული პოზიციები დავაფიქსიროთ, ამისთვის ძალიან ბევრი სხვა საშუალება გაგვაჩნია. ღირს თუ არა ჩვენი მხრიდან მონაწილეობა და რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ამ შეხვედრებზე ყურადღება, ამას განვიხილავთ”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები