გია ვოლსკი: ახვლედიანი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პიროვნება, საქმე უნდა იყოს დეტალურად გამოძიებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ახვლედიანი იქნება თუ სხვა პიროვნება, საქმე დეტალურად უნდა გამოიძიონ.
„ალეკო ახვლედიანი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პიროვნება, საქმე უნდა იყოს დეტალურად გამოძიებული. კარგია, რომ ერთი საკითხი მაინც გახდა ცნობილი და ამასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა ნიკა გვარამიამ. ახლა ვნახოთ, როგორ გაგრძელდება გამოძიება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ იმ პირის ვინაობა დაასახელა, რომელიც, ნიკა გვარამიას თქმით, მას ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველ მესიჯებს აწვდიდა.