კახეთში რთვლის საკოორდინაციო შტაბები დაიხურება

კახეთის რეგიონში რთვლის საკოორდინაციო შტაბები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტოს მიერ გაიხსნა, კვირას, 25 ოქტომბერს დაიხურება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც მუშაობდა. აღნიშნული შტაბები 24 -საათიანი რეჟიმით მუშაობდა და მევენახეებთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ „რთველი 2015“-ის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს თელავში გახსნა. შტაბის მიზანი რთვლის ორგანიზებულად ჩატარება, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია იყო. თუმცა, რთვლის შესახებ ინფორმირების მიზნით მოსახლეობისთვის მუშაობას განაგრძობს სოფლის მეურნეობის „ცხელი ხაზი“ და ინტერნეტსაიტი: 2 47 01 01 www.rtveli2015.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები