ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება
თავისუფლების მოედანზე მოძრაობის შეზღუდვის გამო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი „რუსთავი 2“-ის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით, დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რის გამოც 12:00 საათიდან 24:00 საათამდე შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები.
კერძოდ: № 4, 10, 90, 103, 106, 112 – იმოძრავებს ამაღლების ქუჩამდე; № 6, 14, 31, 33, 37, 42, 46, 61, 87, 88, 140, 150 – პეტრე მელიქიშვილის ქ. – მერაბ კოსტავას ქ. – მიხეილ ჯავახიშვილის ქ. – მარჯვენა სანაპირო – ბარათაშვილის ქ. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: ბარათაშვილის ქ. – ბარათაშვილის ხიდი – მარცხენა სანაპირო – ბარათაშვილის ხიდი – მარჯვენა სანაპირო – მიხეილ ჯავახიშვილის ქ. – მერაბ კოსტავას ქ.; № 20, 23, 95 – იმოძრავებს გიორგი ათონელის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით; № 80 – იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩამდე (კონკის მხარეს); № 124 – რუსთაველის გამზირზე მობრუნდება პატარა წრეზე და შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას კოსტავას ქ. – ჭოველიძის ქ. – ბარნოვის ქ. – მაყაშვილის ქ. – პ. კაკაბაძის ქ. – ჭონქაძის ქ. – ამაღლების ქ. უკუმიმართულებით: ამაღლების ქ. – ჭონქაძის ქ. – პ. კაკაბაძის ქ. – მაყაშვილის ქ. – ზანდუკელის ქ. – ბარნოვის ქ. – შანიძის ქ. – მელიქიშვილის ქ.; თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის”, – აცხადებენ კომპანიაში.