საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს გაიმართება. დღეს დაგეგმილ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უმრავლესობის ლიდერად დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურის წარდგენა იქნება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და მას მომავალ სასესიო კვირაში უყრიან კენჭს. დღესვე განიხილება საპროკურორო საბჭოში მათი კვოტით წარსადგენი კანდიდატების საკითხი, რომელთა შორის სახელდებიან: ეკა ბესელია და მანანა კობახიძე. უმრავლესობის ლიდერები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 18:00 საათისთვის შეიკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები