თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ხოშტარიას, გოგებაშვილის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის, ქეთევან წამებულის გამზირის, წინანდლის, ხახანაშვილის, საბადურის, სამასი არაგველის, ბოგდან ხმელნიცკის, ეკატერინე ფორაქიშვილის, დესპინე გელოვანის, პატარძეულის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სანდრო ეულის, ნუცუბიძისა და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის I, III და X კვარტლების, საცხენისის, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოხატაურის და მახალდიანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის და სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები