“რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეისთვის დასრულებულია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეისთვის დასრულებულია. დღეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიმოიხილა როგორც მოსარჩელე მხარის სარჩელი, ასევე მოპასუხე მხარის შესაგებელი, რითაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულდა.
მომდევნო პროცესი 26 ოქტომბერს, 10:00 საათისთვის ჩაინიშნა. ორშაბათს გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე “რუსთავი 2“-ის იურისტების შუამდგომლობას.
„რუსთავი 2-ის“ იურისტები ითხოვენ, რომ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 700 000 ამერიკული დოლარი ჩაირიცხოს. იურისტების განცხადებით, ეს არის ზარალი, რომელიც კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კომპანიის დაყადაღებით მიიღო. როდის გახდება სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები