ადვოკატი: „რუსთავი 2″-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ მოესწრება

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება დღეს ვერ მოესწრება. როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა განუმარტა, ჯერ სასამართლოს ახსნა-განმარტება არ მოუსმენია.
“ჯერ უნდა მოისმინოს ჩვენი ახსნა-განმარტებები, მერე უნდა მოისმინოს მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი, მერე არის მხარეთა შეკითხვები, მერე მტკიცებულებათა გამოკვლევა, მხარეთა პაექრობა, აქედან გამომდინარე, დღეს გადაწყვეტილების გამოცხადება ფიზიკურად ვერ მოესწრება”, – აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმითვე, ქიბარ ხალვაშს, ისევე როგორც ყველა მხარეს, წარმოადგენენ ადვოკატები, არცერთი მხარე არ არის წარმოდგენილი სასამართლოში.
ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ქიბარ ხალვაში უახლოეს მომავალში ჩაერთვება “რუსთავი 2”-ს პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები