საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, აგრეთვე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ – გოჩა ბაბუნაშვილმა გახსნა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც თბილისში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვის ექსპლუატაციის, აგრეთვე ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების საჭიროებებზე დეტალურად ისაუბრეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომას მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ დეპუტატებს განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტები, ასევე აღნიშნული გეგმების კორექტირებული ვარიანტები და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. დეპუტატებმა ყველა საკითხი დადებითად შეაფასეს.
კომისიების წევრებმა, სამგორის რაიონის მოსახლეობის წერილი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა გააცნო.
მისი განცხადებით, სამგორის რაიონის მოსახლეობამ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას წერილობით მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მიმართა. უწყების ცნობით, სხდომას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენელი და სამგორის რაიონის მოსახლეობაც დაესწრო.
სამგორის რაიონის მაცხოვრებელთა თქმით, ე.წ კაიროს დასახლებაში ეკოლოგიურად არასახარბიელო ვითარება, საკანალიზაციო სისტემის არარსებობამ და კუსტარული საკანალიზაციო ჭებით სარგებლობამ განაპირობა. მათივე განმარტებით, რაიონში არსებული სხვა სახის პრობლემებიც, როგორსაც კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა სახის პრობლემები წარმოადგენს, პირდაპირ კავშირშია აღნიშნულთან.
სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლია ჯახველაძემ, ამავე რაიონის გამგებელთან-მამუკა ჩოქურთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად აღნიშნული პრობლემის განსახორციელებლად კონკრეტული გზები დასახეს და მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები