22 ოქტომბერი ხის დარგვის დღეა
მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ CITES კონვენციის გენერალურ მდივანთან, ჯონ სკანლონთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი 50 -მდე კვიპაროსისა და კედარის სახეობის ნერგები დაირგო. აქციაში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, მერიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.