თამაზ ურთმელიძემ საქმეში მესამე პირის ჩართვაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის ჩართვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
კერძოდ, “რუსთავი 2”-ის ადვოკატებმა მოითხოვეს მესამე პირად საქმეში იმ უცხოური კომპანიების ჩართვა, რომლებისგანაც ყარამანიშვილებმა ტელეკომპანიის წილები იყიდეს. საქმე ეხება ბრიტანეთსა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების: „ჩემიქსომ ინთერნეიშენალ ელთიდისა“ და “დექსონ ლიმითედის” საქმეში ჩართვას. ხალვაშის ადვოკატებმა შუამდგომლობა გააპროტესტეს. მათი თქმით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა პროცესის გაჭიანურების და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საბოლოოდ, მოსამართლე ურთმელიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები