ლევან ბერძენიშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას” ვითარება ადეკვატურად არ ესმის
უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არსებობს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამის განხორციელების უნარი და საშუალება არ აქვს. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ესკალაციის არავითარი საფრთხე არ არის.
“საქართველოში ესკალაციის არავითარი საფრთხე არ არის. “ნაციონალური მოძრაობის” მუქარებისა და სიტყვების: “მაიდანის”, “დამოურჩილებლობისა” და “რევოლუციის” ხსენების მიუხედავად, მათ ამ ყველაფრის განხორციელების არც უნარი აქვთ და არც საშუალება ექნებათ, რადგან საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არის. “ნაციონალურ მოძრაობას” ვითარება ადეკვატურად არ ესმის და ისინი NDI-ის გამოკითხვებმა აშკარად შეცდომაში შეიყვანა. მსოფლიოში 13%-იანი რევოლუცია ჯერ არ მომხდარა. შეშფოთების საფუძველია, რომ ვიღაც თერმოსებს, საძილე ტომრებს მოიმარაგებს და კანონს წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ ყველამ პატივი უნდა ვცეთ როგორც სიტყვის თავისუფლებას, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანონმდებლობას”, – აცხადებს ბერძენიშვილი.