დავით უსუფაშვილი: ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებას ყველა უნდა გაემიჯნოს
უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებს.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლი, ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.
“ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ: ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე; ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი. მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.