პრეზიდენტთან პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, ამ წუთებში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, დღეს კონსულტაციებს გეგმავს ასევე დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო სექტორთან.