თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტს თუ წამების კადრებზე არ აქვს ემოცია, ცუდად ყოფილა მისი საქმე

მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ასეთი კადრების ხილვის შემდეგ, მოთოკონ ემოციები, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, მოსახლეობას ყველაზე მეტად ის ადამიანები აღიზიანებენ, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და დანაშაულებრივი ქმედებების სცენარების ავტორები იყვნენ.
“პრეზიდენტს თუ ასეთ კადრებზე არ აქვს ემოცია, ცუდად ყოფილა მისი საქმე. ახლა არ მინახავს ეს კადრები, ვნახე ადრე, დახურულ ჩვენებაზე. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ასეთი კადრების ხილვის შემდეგ, მოთოკონ ემოციები.
ყველას მოვუწოდებ, რომ ყველა საკითხი გაირჩეს სამართლებრივად, მაგრამ, უბრალოდ, მოსახლეობას ყველაზე მეტად ნერვებს უშლის ის, რომ ვინც ასეთი ქმედებების დროს იმყოფებოდა ხელისუფლებაში და ხშირ შემთხვევაში თვითონვე წერდა ასეთი დანაშაულების სცენარებს, დღეს გამოდის სამართალდამცავებისა და დაჩაგრულის როლში”, – განაცხდა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები