თამარ სანიკიძემ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ წაჩინებული მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა. ქუთაისის საჯარო სკოლების 134 მეათეკლასელებმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღეს.
დაჯილდოებულთა შორის ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.
პროგრამის ბენეფიციარები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზისო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). წარჩინებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.