ნიკა გვარამია იმ პირის დასახელებას აპირებს, ვინც მას მთავრობის მხრიდან დაემუქრა
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე მისვლას და იმ პირის დასახელებას აპირებს, ვინც მას მთავრობის მხრიდან მუქარისა და შანტაჟის შესახებ შეატყობინა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის შენობის წინ აქციაზე განაცხადა.
გვარამიამ შეკრებილებს “რუსთავი 2”-ის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაქირავებული პირების მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი.
“რამდენიმე საათში ვიქნები პროკურატურაში, სადაც მოურიდებლად დავასახელებ პირს, ვისი მეშვეობითაც შემომითვალეს მუქარა.
მე მინდა ასევე გთხოვოთ, რომ გადავინაცვლოთ “რუსთავი 2″-ის ეზოში იმდენად, რამდენადაც მოსალოდნელია პროვოკაციები ხელისუფლების მიერ დაქირავებული პირების მხრიდან”, – დასძინა გვარამიამ.