კახა კალაძე: პრეზიდენტის განცხადება მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოწოდება, არ მიიღოს მოსამართლემ ხისტი გადაწყვეტილება, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იგი კომენტარს არ გააკეთებს, რათა არ მოხდეს მისი კომენტარის გამოყენება რომელიმე მხარის მიმხრობად ან ზეწოლად.
“პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია, თუმცა, წავიკითხე. აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. თუ რას ნიშნავს ეს, ჩემთვის გაუგებარია და მე მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს, განმარტებები გააკეთოს, რას ნიშნავს ეს. ეს არის პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება, რომ ეს არის დავა ქიბარ ხალვაშსა და “ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილს შორის. ამიტომ მე, როგორც თანამდებობის პირი, თავს შევიკავებდი რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ჩემი განცხადება შეიძლება გამოყენებული იყოს რომელიმე მხარის ზეწოლად ან მიმხრობად, ამიტომ თავს შევიკავებ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს, თამაზ ურთმელიძეს მოუწოდა, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები