„პოზიციის“ ორგანიზებით საერთაშორისო ტრენერი თბილისში მასტერკლასს გამართავს

ცნობილი ჰოლანდიელი ტრენერი კლარენს ვან დერ პუტი არასამთავრობო ორგანიზაცია – „პოზიციის“ ორგანიზებითა და TVFree-ს საინფორმაციო მხარდაჭერით 23 ოქტომბერს, 13:00-ზე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებისთვის თემაზე: ,,პიარის გავლენა ლიდერებისთვის“ მასტერკლასს გამართავს.
შეხვედრა სასტუმრო ,,ვეძისის“ (მის: ზოვრეთის ქ.32) საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.
კლარენს ვან დერ პუტი გახლავთ საერთაშორისო დონის დამოუკიდებელი ტრენერი, კონსულტანტი და ექსპერტი მარკეტინგული კვლევების მიმართულებით. მის მიერ ჩატარებული ძვირად ღირებული მასტერკლასები საერთაშორისო დონეზე საკმაოდ დიდი პოპულარობითა და მხარდაჭერით გამოირჩევა. ქართველი მსმენელებისთვის კი „პოზიციის“ ორგანიზებით მასტერკლასი უფასოდ გაიმართება.
საერთაშორისო ექსპერტი ისაუბრებს ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე, PR-ის თანამედროვე გზებსა და მეთოდებზე. ასევე, ევროპული მედიისათვის ეფექტური და საყურადღებო მასალების შექმნის სტანდარტებზე, წარმატებული მედიასტრატეგიის შემუშავების წესებზე.
მასტერკლასი ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მონაწილეებს კი სერტიფიკატებს თავად ვან დერ პუტი გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები