ირაკლი ღარიბაშვილი: ფარული მიყურადება და უკანონო ჩაწერები აღარ ხორციელდება
„ფარული მიყურადება და უკანონო ჩაწერები აღარ ხორციელდება”,- ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ გაისმა ბრალდებები, თითქოს იგივე გრძელდება, რაც ხდებოდა სამი წლის წინ, ანუ ჩაწერები, ფარული მიყურადება და ა.შ.
“მეგობრებო, ჩვენ ეს დავასრულეთ სამი წლის წინ და მაშინ, როცა მე მინისტრი ვიყავი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით შევქმენით კომისია და საჯაროდ გავანადგურეთ ასობით და ათასობით უკანონოდ მოპოვებული ვიდეოფაილები. ეს ეპოქა ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ის არასდროს აღარ დაბრუნდება საქართველოში. რაც ხდება დღეს, არის გასარკვევი. უნდა გავარკვიოთ, ხომ არ არის ეს პროვოკაცია, მორიგი დადგმული სპექტაკლი”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.