ირაკლი ღარიბაშვილი “რუსთავი 2”-ზე: ეს არის კერძო დავა მიხეილ სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მთავრობის ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს და განმარტავს, რომ ეს არის კერძო დავა მიხეილ სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქიბარ ხალვაშმა 3 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია სამართალს.
“პირდაპირ ვაცხადებ და ვაღიარებ, რომ მან ვერ აღიდგინა დარღვეული უფლებები და ვერ დაიბრუნა წართმეული ქონება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ასე მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი ფორმით ჩარევა ისეთ საკითხებში, რაც მედიას უკავშირდება, არის ყოვლად მიუღებელი. სწორედ ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენი მთავრობის პოზიციას, რომ ეს არის ურყევი – ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს საშუალება უნდა მიეცეს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და ამის შემდეგ, მხარეებს ექნებათ უფლება და საშუალება, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ“,- განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება უზრუნველყოფს მშვიდ და სტაბილურ გარემოს და რაიმე პროვოკაციის საშუალება არცერთ მხარეს არ მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები